ოლიგარქის ,,ტროიკა" . ბიძინა ივანიშვილს კიდევ უფრო ძლიერი ანტიდასავლური რიტორიკა სჭირდება. ამ მიზნით სამ დეპუტატს ახალი როლები მისცეს. ივანიშვილის დავალებების უსიტყვო შემსრულებელი დიმიტრი ხუნდაძე სამეულის ერთ-ერთი წარმომადგენელია. სწორედ ხუნდაძე გამოიყენა არაფორმალურმა მმართველმა 2019 წელს დაპირებული პროპორციული სისტემის ჩასაგდებად. ანტიდასავლური კამპანიის გაძლიერებაზე ხუნდაძესთან ერთად სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილიც იზრუნებენ. მთავარი გზავნილი უკვე ცნობილია- ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არაფერს ნიშნავს და ვერც ექვსი თვის შემდეგ მივიღებთ. იმისთვის, რომ სტატუსი მოგვცენ საქართველსო ომში ჩართვას სთხოვენ. ეს არის ივანიშვილის კონსპირაცია, რომელშიც ხალხის დარწმუნებას ცდილობს.
"ტრიუკი ტროიკით"
29 ივნ 202221:04
3 წუთის საკითხავი